საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მაია ჩიბურდანიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი
ევროპის ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ და სწრაფ ჭადრაკში
ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი
დასრულდა ქვეყნის ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის
საქართველოს ჩემპიონატი 9, 11, 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატები
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა
2025 წლის საუკეთესო მწვრთნელები
ქართველმა მოჭადრაკეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს იტალიაში მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატზე და 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 65 წელს გადაცილებულ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორთა შორის მერვედ მოიპოვა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა.
საბოლოო შედეგები
14 - 27 ნოემბერს იტალიაში იმართება მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატი 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 50-ზე მეტი ქვეყნის 350-მდე მოჭადრაკე. მათ შორისაა მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი,
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 10 წლამდე ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გაბრიელ გაბადაძემ. მან დაუმარცხებლად განვლო მთელი ტურნირი და 9 შესაძლებლობიდან 7 ქულის აღება შეძლო (5 მოგება, 4 ფრე).
ქართველ მოჭადრაკეთა საბოლოო შედეგები
საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 14 ნოემბრიდან გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა ონლაინ სემინარი თემაზე – კომპიუტერული საჭადრაკო პროგრამების მართვა. სემინარი გაიმართება: 14, 15, 17, 18, 21, 22, 24, 25, 28, 29 ნოემბერს
რეგისტრაცია
5 - 15 ნოემბერს თურქეთში იმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა. ჩემპიონატზე მონაწილეობს 46 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 18 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 29 ოქტომბრიდან გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა ონლაინ სემინარი თემაზე – დამწყები მოჭადრაკის მომზადების მეთოდიკა. სემინარი გაიმართება: 29 ოქტომბერი, 1, 3, 5, 8, 10 ნოემბერი ონლაინ პლატფორმა Zoom - ში, 20:00 – 22:00 სთ.
იტალიაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ბრწყინვალედ იასპარეზა და 11 შესაძლებლობიდან 8 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ კაჭარავამ. მან ასევე შეასრულა დიდოსტატის მორიგი ბალი და 20 პუნქტით გაიუმჯობესა ფიდეს რეიტინგი.
11 - 23 ოქტომბერს იტალიაში იმართება მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 58 ქვეყნის 186 მოჭადრაკე, მათ შორისაა 3 ქართველი: ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი და ეკატერინე ფიფია.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ჭაბუკები გოგონები
14 - 20 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშება 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 1800 ლარს.
1 - 11 ოქტომბერს აზერბაიჯანში იმართება მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიადა 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობს 23 ქვეყნის 34 გუნდი. საქართველოს ნაკრები გუნდი წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით: დავით ნემსაძე, ნიკოლოზ შამათავა, ანასტასია კირთაძე, დენიელ საფაროვი, ლუკა კილაძე.
მწვრთნელის რეგისტრაცია
მწვრთნელის გვერდი
მწვრთნელების სია
მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები
ფიდეს სარეიტინგო სიები
მსოფლიოს საუკეთესო ასეულები
საქართველოს საუკეთესო ასეულები